საქართველო არჩევანის წინაშე

 

ქრისტეს შობიდან მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე - ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი საინტერესო და რადიკალურად განსხვავებული მოვლენა განვითარდა. ცივი ომის შედეგად დამარცხებული კომუნისტური დიქტატურის რღვევის პირობებში საქართველოში აფეთქებული მძლავრი ეროვნული მოძრაობა ფანტასტიკური შედეგით დაგვირგვინდა: საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობამ კიდევ უფრო დააჩქარა სოციალიზმის დაშლა და დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული სახელმწიფოთა კავშირი მოწინააღმდეგემ - დასავლეთმა ჩაიგდო ხელთ.

ახლა უკვე ცივ ომში გამარჯვებულ დასავლეთს (აშშ-ს) აღარ აწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოკლე ხანში მზაკვრული გეგმით, ქართველთა შორის შუღლის ჩამოგდებით მოახერხა საქართველოს დაპყრობა - თანაც ისე, რომ ამას „განთავსიუფლება“ უწოდა. ამას მოჰყვა უამრავი ანტიქართული გარიგებები და პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქვეყანას ჩამოაჭრეს ტერიტორიების დიდი ნაწილი, ხელოვნურად ჩაკლეს ეკონომიკა, გაანადგურეს ფაბრიკა-ქარხნები და ძარცვა-გლეჯით თითქმის მიწასთან გაასწორეს ჩვენი სამშობლო. შედეგად, სოციალისტურ ბანაკში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული და მდიდარი რესპუბლიკა ჯერ განვითარებადი ქვეყნის სტატუსის, ხოლო შემდეგ ღატაკი ქვეყნის სტატუსის კავალერი გახდა! (რასაც სიხარულით გვილოცავდნენ ჩვენი მთავრობის წევრები).

აი, ასე დაიწყო ჩვენში ახალი ცხოვრება - ნანატრი დემოკრატია. ქართველი ხალხი დემოკრატიისაგან გულუბრყვილოდ ელოდა ეკონომიკურ სასწაულებს, ქვეყნის აყვავების ელვისებურ ტემპებს, მაგრამ არა - საქართველოს „პირველი დემოკრატი“ ედუარდ შევარდნაძე დინჯად გვმოძღვრავდა: ასე უცებ წარმატებას ნუ ითხოვთ, ცოტა კიდევ გვაცადეთო. ამასთან საქართველოზე თავსდატეხილ ყველა უბედურებას ოსტატურად აბრალებდა ეროვნულ მოძრაობას.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დემოკრატიის თანამედროვე ვარსკვლავ-ბიჭუნებმა საქართველო დედამიწაზე დემოკრატიის ნიმუშად, „დემოკრატიის შუქურად“ აქციეს...

ასე რომ, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია გადავავლოთ თვალი „დემოკრატიული“ აღმშენებლობის 15 წელიწადს და მის შედეგებზე, მის ავ-კარგიანობაზე ფაქტებით ვიმსჯელოთ. მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ ამხელდა დასავლეთის პოლიტიკას ჯერ კიდევ საუკუნის წინ წმ. ილია მართალი:

„ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობასა და არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება. სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკას დღეს ამოქმედებს მტრობა, ჯიბრი, ცილობა და სიხარბე.“

დღესაც, დასავლეთის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ სარგებლობა არა საქართველოს, არამედ დასავლეთს მოუტანა! საქართველოში დემოკრატიამ სრული ფიასკო განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დემოკრატია ლამის ეტალონად ითვლება დანარჩენი მსოფლიოსათვის, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მისით უკიდურესად უკმაყოფილოა.

მთავარი ბრალდება, მთავარი სატკივარი ისაა, რომ მიმდინარეობს უზნეობის პროპაგანდა, რომ საქართველო აღარ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, არამედ იგი დამონებული, დაპყრობილი, პატივაყრილი და სხვის ნება-სურვილზე დამოკიდებული ქვეყანაა. იგი მხოლოდ რუკაზე დარჩა გარკვეულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიად, რომელსაც „დემოკრატიული“ ძლიერი ქვეყნები თავის ნებაზე ჯიჯგნიან, სინამდვილეში კი მისი მიწა და წყალი, ტყე და ველი, სასარგებლო წიაღისეული და სასაცოცოხლო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტები გაყიდულია ან იყიდება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაყრილია სამშობლოდან მოუსავლეთში (ანუ იქ, საიდანაც ვეღარ ბრუნდებიან). დარჩენილებს კი სახელმწიფო იდეოლოგიის წყალობით მიზანმიმართულად ასწავლიან გარყვნილებას, უზნეობას, ძალადობას, სიძულვილს, ყომარბაზობას... ამ მიზნით აქტიურად გამოიყენება საინფორმაციო საშუალებები, ტელევიზია, სადაც რეკლამირებულია ანტიქრისტიანული, ცოდვილი ცხოვრების წესი.

ანალოგიურად იქცევიან სხვა „დემოკრატიული“ ქვეყნები: ცდილობენ საკუთარ მოსახლეობას ხორციელი სიამოვნებებისკენ უბიძგონ, გარყვნილებით დაიმორჩილონ, ხოლო ჭეშმარიტების არსებობაც კი დაავიწყონ. შედეგად მთელი მსოფლიო დაემსგავსა სოდომსა და გომორს. ქვეყანაზე კი მილიონობით ღარიბი შიმშილობს.

აი, საით მივყავართ „დემოკრატიას“ ჩვენც - ქართველები.

აქ ორი ვარიანტია: ან დემოკრატია თვითონ აღმოჩნდა ბოროტ ძალთა ტყვეობაში და შირმად გამოიყენეს, ან იგი უტოპიაა. უფრო მეორე, თუმცა პირველიც სახეზეა: „დემოკრატიის“ სახელით დღეს დედამიწაზე ხორციელდება გრანდიოზული მასშტაბის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. „დემოკრატია“ - ესაა მსოფლიოს ¹1 სიცრუე.

საკითხში კარგად გარკვევისათვის ურიგო არ იქნება მცირე ისტორიული ექსკურსის გაკეთება:

საუკუნეების წინ ჩასახული კაპიტალისტურ-ბურჟუაზიული იდეოლოგია შედარებით მიწიერი თეორია იყო - დაცემული ადამიანის გონების ნაყოფი, ამიტომ მას ესაჭიროებოდა უფრო ძლიერი დასაყრდენი - მონათესავე იდეოლოგია, რომელიც გარკვეულ სულიერებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ასეთი დასაყრდენი მან იპოვა სატანური იდეოლოგიის სახით. მათ აღმოაჩნდათ საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და ამდენად, მათი შერწყმა ბუნებრივი პროცესი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს მოხდა დედამიწაზე არსებული ყველა ბოროტგანზრახულ მიმდინარეობათა გაერთიანება, რომლებსაც ანალოგიური მიზანი - ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა და მსოფლიო ბატონობის სურვილი ამოძრავებდათ. ასეთები კიდევ აღმოჩნდნენ მასონობა და ზოგიერთი ანტიქრისტიანული აღმსარებლობა, რომელთა შორის გამოსაყოფია თალმუდისტი იუდეველები. ეს ის ებრაელები იყვნენ, რომლებმაც უარყვეს და მოკლეს მათთან სიყვარულით მისული ღმერთკაცი იესო ქრისტე: ვერ შეიცნეს მასში მხსნელი, რადგან ისინი სულ სხვა მესიას მოელოდნენ - რომელიც მათ ქვეყნიურ დიდებას, მიწიერ სიკეთეებს და მსოფლიო ბატონობას მოუტანდა და არა ზეციურ სასუფეველს.

ღვთის მკვლელობის გამოცდილების მქონე ებრაელები სათავეში მოექცნენ ამ უჩვეულო გაერთიანება - კავშირს მის ყოველ უბანზე: მასონობაში, სუპერსახელმწიფოთა მთავრობებში, სხვადასხვა ანტიქრისტიანულ ორგანიზაციებში თუ მსოფლიო კაპიტალის მომხვეჭელ ბანკებში. ამ ლიდერობის გამო ბვერი ფიქრობდა, რომ ეს მსოფლიო შეთქმულება ორგანიზებული იყო სიონისტების მიერ, მაგრამ სინამდვილეში ისინიც ეშმაკის საკრებულოში გაერთიანებულ ფანატიკოსებს წარმოადგენენ. ამის შესახებ საოცარი სიზუსტით გვიწინასწარმეტყველებს წმ. წერილი:

„აჰა, ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყვიან თავსა თვისსა ჰურიად და არა არიან, არამედ ტყუვიან“ (გამოცხ. 3.9).

მაშასადამე, ეშმაკის საკრებულოში გაერთიანებულმა უიდეო ძალებმაც მიიღეს მისტიკური საფუძველი, რწმენა, ეზიარნენ სატანურ იდეას და ემსახურებიან მის განხორციელებას ცხოვრებაში; ეს მიზანია მსოფლიო ბატონობა და ანტიქრისტეს (ეშმაკის) გაღმერთება. აქედან პირველი - მსოფლიო ბატონობა თითქმის მიღწეულია, მაგრამ მათთვის მთავარია მეორე - ანტიქრისტეს დიქტატურა.

სწორედ ბოროტ ძალთა ამ გაერთიანება-კავშირმა დაამყარა დედამიწაზე სიცრუის დიქტატურა, ხოლო მისი ბოროტი ნების შესანიღბად გამოიყენა მთავარი სიცრუე - ხელშეუხებელი „დემოკრატია“, რომლის სახელითაც მოქმედების თავისუფლება მოიპოვა, რომლის სახელითაც იპყრობს და ანადგურებს თავისუფალ ერებს მთელს დედამიწაზე.

ასე რომ, „დემოკრატიის“ ნიღბით შემოპარულ სიცრუის დიქტატურას უშეცდომოდ შეიძლება ვუწოდოთ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი.

სამწუხაროდ, თვით ჭეშმარიტ დემოკრატიას არ აღმოაჩნდა თავდაცვის უნარი: ის აღმოჩნდა ისეთი კვირტი, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც კეთილ ძირზე დაემყნობა, ხოლო ბოროტ ძირზე მასაც ბოროტი ნაყოფი გამოაქვს. ანუ დემოკრატია თავისთავად უსუსურია წინააღმდეგობა გაუწიოს ბოროტებას, ამხილოს იგი. ამდენად, იგი დახმარებას, დაცვასა და განთავისუფლებას თვითონ საჭიროებს და რაღა თქმა უნდა, არ ძალუძს ჩვენი დახმარება, დაცვა და განთავისუფლება.

დავუბრუნდეთ ისტორიას: ეშმაკთა სკრებულომ სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით განახორციელა რევოლუციები და დაამხო ღვთივკურთხეული მონარქია. განსაკუთრებით დიდი იყო მათი ინტერესი მართლმადიდებლური ქვეყნების მიმართ. მზაკვრობის, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებით მათ მოახერხეს რუსეთის იმპერიაში მონარქიის დამხობა და დაიწყეს სასტიკი ექსპერიმენტის განხორციელება - კომუნისტური საზოგადოების მშენებლობა, რომელიც სხვებისაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ანტიქრისტიანული სულისკვეთებით, ქრისტეს ეკლესიის სიძულვილით.

ღმერთის წყალობით, ამ ექსპერიმენტმა დიდხანს არ გასტანა - ახალშობილი სახელმწიფოს სათავეში გაეპარათ კაცი, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი დასავლეთის ანტიქრისტიანულ შტაბთან და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მის ჯაშუშებს რუსეთში - ე.წ. ტროცკისტებს.

განაწყენებულმა დასავლეთმა დაკარგული ძალაუფლების აღსადგენად სტალინის წინააღმდეგ დარაზმა კარგად გაწვრთნილი, კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური ურჩხული. საბედნიეროდ, ამ განსაცდელისგანაც ღმერთმა გვიხსნა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აშკარად მფარველობდა და ეხმარებოდა საბჭოთა ჯარებს, რომლებმაც სასწაულებრივად დაამარცხეს ამერიკის დაფინანსებით აშენებული გერმანული კაცისმკვლელი მანქანა.

ამის შემდეგ ლოგიკურად მოსალოდნელი იყო მთელი საბჭოთა კავშირის თანდათანობითი შემობრუნება ეკლესიისკენ, ჭეშმარიტებისაკენ, მაგრამ სიბრიყვით გამორჩეულმა კომუნისტებმა მოკლეს სტალინი და ქვეყანა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იდეის გარეშე დარჩენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ „დემოკრატიულმა“ დასავლეთმა ახლა უკვე ცივი ომი წამოიწყო - ომი ჯაშუშების, აგენტურის მეშვეობით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ომში გაიმარჯვა დასავლეთმა, რადგან იგი სრულყოფილად ფლობდა სიცრუის, მზაკვრობის, გადაბირების ხელოვნებას.

დაპყრობლი ტერიტორიების გადაბარებამდე მოხდა გაუთვალისწინებელი: ზოგიერთმა თავისუფლებისმოყვარე რესპუბლიკამ (საქართველო, აზერბაიჯანი) მოახერხა ეროვნული ხელისუფლების არჩევა და ნამდვილი დამოუკიდებლობა მოიპოვა. როგორც ითქვა, ახალშობილი თავისუფლება დასავლეთმა ადვილად დაასამარა „დემოკრატიის“ სახელით, ხოლო დანარჩენი რესპუბლიკები უმტკივნეულოდ გადაიბარა - დღეს ყველგან მისი მორჩილი „დემოკრატიული“ ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას.

მოხდა კიდევ მეორე გაუთვალისწინებელი ფაქტი: ამ არეულობით ისარგებლა ქრისტიანულმა საზოგადოებამ და სერიოზულად შემობრუნდა ეკლესიისკენ, შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მის გზას დაადგა.

მაშასადამე, ანტიქრისტეს მსახური მსოფლიო მთავრობის წინაშე კვლავ მწვავედ დგას ძველი თავსატეხი: როგორ დაიმორჩილონ და გააუვნებელყონ ქრისტიანული საზოგადოება - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ მათ მიიღონ ახალი ცრუ ღმერთი - ანტიქრისტე.

სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის უკანასკნელი შეტევა, რომელიც წამოიწყო „დემოკრატიულმა“ დასავლეთმა ქრისტიანული ქვეყნების დაშლა-დანაწევრების, სასოწარკვეთილებაში ჩაგდების მიზნით. მოსალოდნელია დიდი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე (რისი დასტურიცაა თუნდაც ბოლო დროს პატრიარქის ავტორიტეტის შელახვის უსუსური მცდელობა).

სამწუხაროდ, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ყალბი დემოკრატიის მწარე შედეგები თუნდაც „დემოკრატიული“ რუსეთისა და „დემოკრატიული“ საქართველოს ურთიერთობის მაგალითზე.

უკვე ფაქტებით დამტკიცდა, რომ კაპიტალისტურ-„დემოკრატიული“ იდეოლოგია - ეს არის ქრისტეს ეკლესიების დამარბეველი, დამანგრეველი იდეოლოგია; ეს არის სამორინეებისა და საროსკიპოების მშენებელთა იდეოლოგია. ისინი ანგრევენ ყველაფერს, რამაც შეიძლება სარგებლობა მოუტანოს პიროვნებას, ერს, საზოგადოებას: ისინი ანგრევენ განათლების სისტემას, მეცნიერებას, ანგრევენ ოჯახს, ტრადიციებს, მოაზროვნე მწერლობას, ჟურნალისტიკას, ეროვნულ კულტურას, ეკონომიკას, წარმოებას, აუკუღმართებენ ისტორიას, ხშირად მიმართავენ ტერორს, შანტაჟს, დაშინებას, ხელყოფენ საკუთრებას, ფეხქვეშ თელავენ ადამიანთა უფლებებს...

შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობას მსოფლიო მთავრობისაგან დავალებული აქვს ქართველი ერის დაჩლუნგება, გარყვნა, განარკომანება, სასოწარკვეთილებამდე მიყვანა, მსოფლიოში გაფანტვა და ასე თანდათანობითი გადაგვარებით გაუვნებელყოფა - მოაზროვნე, მებრძოლი სულის ჩაკვლა, ანუ ერის სრული განადგურება.

სახეზეა „დემოკრატიის“ საფარველით შენიღბული ქართველი ერის გენოციდი. ორმაგად სამწუხაროა, რომ ეს ამაზრზენი ბოროტმოქმედება ხორციელდება ისევ და ისევ ქართველების ხელით, რომლებმაც სული ეშმაკს მიჰყიდეს და საკუთარ ერს, საკუთარ ოჯახს, საკუთარ სინდისს და ჭეშმარიტ ღმერთს უღალატეს. მათ გვერდით დგას ფულსა და დიდებას დახარბებულ მოხალისე აქტივისტთა მოზრდილი არმია, რომლებიც შეუგნებლად, გულუბრყვილოდ ასრულებენ ყველაზე შავ სამუშაოს ქართველი ერის საზიანოდ, თავი კი ერისკაცები ჰგონიათ.

„ქართული დემოკრატიის“ მიღწევებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ისეთ „მონაპოვარს“, როგორიცაა 2007 წლის 7 ნოემბერი. ეს დღე არის საქართველოს ისტორიაში არნახული, განსაკუთრებული მოვლენა, ქართველების შეურაცხყოფის დღე, რომლის დავიწყება ერთი წუთითაც არ შეიძლება. ეს იყო საქართველოში პირსისხლიანი დიქტატურის არსებობის დამტკიცება. რევოლიციური სპექტაკლით ხელისუფლებაში მოსულმა „დემოკრატებმა“ სასტიკად სცემეს, ფეხქვეშ გათელეს დარბაისელი, დინჯი, ქრისტესმოყვარე ქართველი ერი, რომელიც ცრუ-დემოკრატიის შედეგების სიმწარემ - უსამართლობამ, მონობამ გამოიყვანა ქუჩაში. მთავრობამ მასთან მისული საკუთრი ხალხი შეურაცხყო: ხელკეტებით სცემა, ავტომატები დაუშინა, ცრემლი ადინა, წივილ-კივილით შეაშინა და როგორც გაშმაგებულ, გაგიჟებულ პირუტყვთა ხროვას, დასაშლელ-დასაგრილებლად წყალი შეასხა!!!

მარტო ამისთვის იმსახურებდნენ ისინი კინწის კვრას!

ქართველი ხალხის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ხელისუფლებას აღარ აქვს უფლება მართოს ქვეყანა- ერი მას აღარ ცნობს. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს: მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევით დაემხო საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში, თუმცა იურიდიულად ეს გაფორმდა მოგვიანებით, რაც გამოიხატა ეროვნული მთავრობის მოსვლით. იგივე მეორდება დღესაც: 2007 წლის 7 ნოემბერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევით დაემხო დასავლეთის ხელისუფლება საქართველოში, თუმცა ეს ფაქტი ჯერ იურიდიულად არ გაფორმებულა.

ქართველი ერის ცნობიერებაში დასავლური "დემოკრატია" მოკვდა, დასამარდა, გაიშიფრა. საქართველო ელოდება ღირსეულ მამულიშვილებს, რათა მათ მიანდოს ქვეყნის ბედ-იღბალი და საქმით დაამტკიცოს მორიგი მტრის მორიგი უღლის გადაგდება.

7 ნოემბერი ჯერ არ დამთავრებულა, 7 ნოემბერი დღესაც გრძელდება - ყოველდღიურად, სხვადასხვა მეთოდებით მთავრობა ისევ და ისევ სცემს, აბუჩად იგდებს, შეურაცხყოფს ქართველ ხალხს და ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. აგვისტოს ტრაგედია იყო 7 ნოემბრის გაგრძელება, ლოგიკური შედეგი.

მათი სურვილია დააკანონონ ხალხის ღირსების შელახვის მსგავსი მეთოდები და აცხადებენ რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ეპყრობიანო საკუთარ ხალხს (?!)

მიმიფურთხებია ასეთი დემოკრატიისათვის!

დემოკრატია კი არა, ეს არის დიქ-ტა-ტუ-რა!

ეს არის ყველაზე დახვეწილი, ყველაზე საშინელი და ყველაზე უსამართლო დიქტატურა - სატანის დიქტატურა, სიცრუის დიქტატურა. აქ ყველაფერი სიცრუით იწყება და სიცრუით მთავრდება. სიცრუე  და მზაკვრობა აყვანილია ხელოვნების დონეზე; დიდ პატივში სწორედ სიცრუის ოსტატები და დიდოსტატები არიან.

ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო ის, რომ „დემოკრატიის შუქურამ“ - სიცრუის ნაშიერმა გაუგონარი ბოროტმოქმედება ჩაიდინა: დაარბია სიმართლის მთქმელი ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები, რითაც შეეცადა ჭეშმარიტების ჩახშობას. დაუსჯელობით გათამამებულმა, დასავლეთის „ცივილიზებული დემოკრატიის“ მხარდაჭერით ფრთა-შესხმულმა ბოროტებამ კიდევ უფრო ფართოდ გაშალა ფრთები: აშკარა დიქტატურის - საგანგებო მდგომარეობის პირობებში თვითნებურად გამოაცხადა რიგგარეშე, უსაფუძვლო საპრეზიდენტო არჩევნები და აქაც სიცრუემ და მზაკვრობამ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა.

იგივე სიცრუე და მზაკვრობა ბატონობდა მართული ოპოზიციის რიგებში და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ - თოვლის ტკეპნა, ჰაერის რხევა და ორთქლის გამოშვება...

იგივე სცენარითა და ნაკლები წინააღმდეგობით წარიმართა 21 მაისის არჩევნებიც: სიცრუე+მზაკვრობა. „დემოკრატია“ იმარჯვებდა და ძლიერდებოდა...

მაგრამ იმან, რაც აგვისტოს თვეში „დემოკრატიულ“ რუსეთსა და „დემოკრატიულ“ საქართველოს შორის გათამაშდა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. როგორც თანდათან გაირკვა, ეს მხოლოდ ქართველი ხალხისთვის იყო მოულოდნელი ტრაგედია, ხოლო მისი ორგანიზატორები კარგა ხანია ემზადებოდნენ ამ სცენის დასადგმელად.

ეს ომი იყო გლობალიზაციის პირველი შედეგი საქართველოსთვის. იგი დაგეგმილი იყო მსოფლიო მთავრობის მიერ, რომელიც როგორც ითქვა, ანტიქრისტეს მისაღებად გამალებით ემზადება. მათი მთავარი საზრუნავია მართლმადიდებელი ქვეყნების მორჯულება და მომზადება ანტიქრისტეს თაყვანისცემისათვის.

ანტიქრისტეს მსახურები არასოდეს მოქმედებენ ღიად - ისინი არჩევენ ბინძური საქმის კეთებას სხვისი ხელით - მათ მიერვე დანიშნული მთავრობისა და პრეზიდენტების ხელით, თვითონ კი მშვიდობისმყოფელ კეთილ ბიძებად გვევლინებიან.

ომის შედეგებით მძიმედ დაზარალდა საქართველო და მოკლე ხანში კიდევ უფრო მეტად დაზარალდება რუსეთი. მოგებული დარჩა მხოლოდ დასავლეთი და მისი მთავარი იდეოლოგი - ეშმა.

ჯერ იყო იუგოსლავია, ახლა საქართველო, შემდეგ რუსეთი, რიგშია უკრაინა... შემთხვევითია? - კანონზომიერია. კიდევ რომელი მართლმადიდებელი ქვეყანა ეწინააღმდეგება მსოფლიო დიქტატორის მობრძანებას? ვინ ეწინააღმდეგება გლობალიზაციას? - ყველას დასჯიან, შეაშინებენ და მოარჯულებენ: თუ მოახერხეს.

მოსალოდნელია მეორე ფრონტის გახსნა ეკლესიის მიმართულებით.

დაგვეთანხმებით, საკმაოდ მკაცრია რეალობა და კიდევ უფრო სასტიკი - პერსპექტივა, მომავალი. ამიტომ ალბათ დროა შევჩერდეთ, გადავხედოთ წარსულს, დღევანდელობას, შევიცნოთ საკუთარი თავი, შევიცნოთ ის გზა, რომელსაც ვადგავართ და სანამ გვიან არ არის გავაკეთოთ არჩევანი: დავრჩეთ ამ გზაზე, მივყვეთ დინებას, თუ რაიმე სხვა, ახალი ან ძველი ავირჩიოთ?

ვიდრე ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებას გაგიზიარებდეთ, უნდა შევნიშნოთ, რომ სიტუაციის გაანალიზება და შეგნებული, არგუმენტირებული არჩევანის გაკეთება არის ნებისმიერი ერისათვის უპირველესი და უწმინდესი უფლება. მეტიც - ჩვენ ვალდებულნი ვართ ხშირად გავაანალიზოთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი წარმატებები თუ დაცემანი და ხშირად გამოვიტანოთ ისინი ერის სამსჯავროზე.

მოაზროვნე ადამიანს, ნორმალურ და ღირსეულ ერს არა აქვს უფლება ბრმად, თავლდახუჭული მიჰყვეს სხვის ნება-სურვილს, თუნდაც სასარგებლო მიმართულებით. აუცილებელია ჩვენც გამოვხატოთ საკუთარი ნება, ვიყოთ თავისუფალი არჩევანში. საოცარია: თვით ყოველივეს შემოქმედი ღმერთი არ გვაიძულებს მის თაყვანისცემას, ცხონების გზით სიარულს არამედ იგი ელოდება ჩვენგან თავისუფალი ნებით გაკეთებულ გააზრებულ არჩევანს.

აქ კი ვიღაც გადამთიელი, თუნდაც კეთილისმოსურნე (თუნდაც ამერიკელი) ჩვენი ნება-სურვილის გარეშე, დაუკითხავად განსაზღვრავს ჩვენს ბედს და არ გვეძლევა უზენაესი თავისუფლება - არჩევანის თავისუფლება. ეს დამამცირებელია, ეს უგუნურების მაჩვენებელია და თუ ჩვენ არ გავაკეთებთ საკუთარ არჩევანს, დავემსგავსებით გონებაჩლუნგ, დოყლაპია ერს, რომელსაც მომავალი არა აქვს - ასეთი ერი აუცილებლად გადაშენდება. დღევანედლი მდგომარეობა ჩვენ არ აგვირჩევია - იგი შემოგვაჩეჩეს, თავს მოგვახვიეს.

აუცილებელია ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენთვის თვითმიზანი არაა წინააღმდეგობის გაწევა არსებულისადმი, არამედ მთავარია გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა. თუ საყოველთაო განსჯის შედეგად გადავწყვეტთ გაყოლას, მივყვეთ ამ ხალხს, ჩვენც ავაჩქაროთ ნაბიჯი და სიცრუით ჩვენი „გაბედნიერების“ საქმე გავუადვილოთ მათ, თუ არადა რაც უფრო ადრე ვიტყვით არგუმენტირებულ, მტკიცე უარს - მით უკეთესი ჩვენთვის და მათთვისაც: ან თავს დაგვანებებენ, ან დავანებებიებთ. თუ ამასაც ვერ მივაღწევთ, საკუთარ მდგომარეობას მაინც შევიცნობთ: გვეცოდინება მაინც, რომ მონობაში ვართ, ტყვეობაში ვართ და შესაბამის განწყობასაც შევიქმნით, ბოლოსდაბოლოს შთამომავლობას გადავცემთ, რომ ტყვეობიდან თავის დასახსნელი გზები ეძებონ - ესეც საქმეა.

ამას გარდა, ეს არის ღირსების საქმე: კეთილისა და ბოროტის გარჩევის პრეტენზიის მქონე ხალხს ასეთი იაფფასიანი ტყუილებით გვბერავენ! - როდემდე?

შევხედოთ სიმართლეს თვალებში: ლამაზ ტყუილს მწარე სიმართლე სჯობიაო - დაგვიბარეს. სიმართლე კი ასეთია:

საქართველო მოიპარეს! საქართველო გაძარცვეს! საქართველო გააუპატიურეს!

ქუდზე კაცია საჭირო, განგაშის ზარებია საჭირო სარწმუნოების დასაცავად,  მამულის დასაცავად, პატიოსნების დასაცავად! სინდისის, ნამუსის დასაცავად!

ჩვენ თავისუფლება გვინდა! ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა!

ქაართვეელეებოოო!!!

 

 

***

ახლა კი გაგიზიარებთ საკუთარ მოსაზრებას საქართველოს წინაშე არსებული ისტორიული არჩევანის შესახებ: როგორც უკვე მიხვდით, საქართველოს მომავლის მიმართ გულგრილი არ გახლავართ და მთლიანად ვეთანხმებით ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. შეგახსენებთ, რომ მასში ხაზგასმულია სურვილი საქართველოში ღვთივკურთხეული მონარქიის აღდგენისა. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ გზით - მონარქიის აღდგენითა და სულიერი ამაღლებით გახდება საქართველო სრულყოფილი, წარმატებული და გონიერი სახელმწიფო. ამ გზით შეძლებს საქართველო იმ დიდი სულიერი მისიის აღსრულებას, რომელიც ღმერთმა დააკისრა მას კაცობრიობის წინაშე. ანუ ჩვენი მომავალი ორიენტირებული უნდა იყოს სულიერებაზე, ეკლესიაზე, ჭეშმარიტი სარწმუნოების კვლევა-ძიებაზე. ვფიქრობთ ამ იდეას მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ისინივე იქნებიან ამ იდეის ცხოვრებაში გამტარებელნი, ანუ საყრდენი ძალა. ის საკითხი, თუ კონკრეტულად როგორ, რა მეთოდებით შეიძლება წარიმართოს საქმიანობა დასახული მიზნის მისაღწევად, ეს ცალკე საუბრის თემაა.

დღეს საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე. მის წინაშე მთელი სერიოზულობით დგას საკითხი სწორი არჩევანის გაკეთებისა. ჯერჯერობით ერთმანეთს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგია უპირისპირდება: „დემოკრატიით“ შენიღბული სიცრუის იმპერია, რომელსაც მართავს ეშმაკის საკრებულო და მართლმადიდებლური მონაქია. დაველოდოთ მოვლენებს, გამოჩნდება თუ არა კიდევ განსხვავებული აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მანამდე კი დავაზუსტოთ: რატომ არიან ეს იდეოლოგიები ურთიერთსაწინააღმდეგო?

- იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თანამედროვე „დემოკრატები“ ღიად აცხადებენ, რომ კომუნიზმის დამარცხების შემდეგ მათი ერთადერთი მტერი დედამიწაზე დარჩა მართლმადიდებლობა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მართლმადიდებლობა უკომპრომისოდ ამხელს ბოროტებას, ამხელს გარყვნილი ცხოვრების წესს, ამხელს ეშმაკის მორჩილებას, ცოდვის მონობას, ამხელს ანტიქრისტეს ხელისუფლებას, რომელსაც ჯერჯერობით ფარულად ემსახურება გაყალბებული და შებილწული დემოკრატია.

ამდენად, მათ შორის წინააღმდეგობა გარდაუვალია, რადგან ესაა მარადიული დაპირისპირების გაგრძელება კეთილსა და ბოროტს შორის, ნათელსა და ბნელს შორის, ღმერთსა და ეშმაკს შორის.

მაშ ასე, ან ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია და მონარქია, ან დასავლური ახალი ერა გლობალიზაციითა და ანტიქრისტეს თაყვანისცემით. უფრო მოკლედ:

ან ქრისტე, ან ანტიქრისტე - არჩევანი შენზეა, ჩემო საქარველოვ!

იმედია, ქართული საზოგადოება მთელი სერიოზულობით მოეკიდება საკუთარი მომავლის, საკუთარი ბედის განსაზღვრის საპატიო საქმეს და გააზრებულ, სწორ არჩევანს გააკეთებს. ასეთი პრეცედენტის განხორციელებას უდიდესი, უდიდესი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის წინაშე, შთამომავლობის წინაშე, ჭეშმარიტების წინაშე.

„ქრისტეს სჯული ქართველებისთვის მარტო სარწმუნოებით აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად... ქართველი ერი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის სჯულს, რომელიც თავის შინაგანი ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობას“ (წმ ილია მართალი).

გფარავდეთ ღმერთი!

 

 

 

 

 

 

 

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში

მართლმადიდებელ ქრისტიანთა მონაწილეობის

აუცილებლობის შესახებ

 

„არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი

მკვდარსა ემსგავსოს

იყოს სოფელში და სოფლისთვის

არა იზრუნოს“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

უკანასკნელი წლების მოვლენებმა დაადასტურეს, რომ საქართველო განიცდის როგორც ფიზიკურ, ეკონომიკურ, ისე სულიერ მონობას ანტიქრისტეს მსახური მსოფლიო მთავრობის მხრიდან, რომელიც ადგილზე მოქმედებს ჯაშუში მთავრობის ხელით. მათ დემოკრატიის სახელით არა მარტო საქართველში, არამედ თითქმის მთელს მსოფლიოში მოახერხეს სიცრუის დიქტატურის, ბოროტების იმპერიის დამყარება, რომელიც იმართება ეშმაკის საკრებულოს მიერ.

საქართველოს მთავრობის ანტიეროვნულმა პოლიტიკამ გამოიწვია მძაფრი პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად საჭიროა ლიდერი - ახალი, შრომისუნარიანი, პატიოსანი და ძლიერი ლიდერი. ასეთი ლიდერი დღეისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ სულიერი ბრძოლისათვის მზად მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის  მრევლი, რომელიც თანახმაა თავგანწირვამდე უანგაროდ ემსახუროს მოყვასს, უფალს, სამშობლოს.

მხოლოდ ასეთ სიყვარულს შეუძლია საქართველოს გაერთიანება, მხოლოდ ასეთ პატიოსნებას შეუძლია სიცრუის დამარცხება და მხოლოდ სულიერი და ფიზიკური ძალისხმევის გაერთიანებით - სინერგიით გახდება შესაძლებელი სასურველი მიზნის მიღწევა.

დიახ, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების სურათი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არა უიმედო: არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს გადარჩენა და რომელიც შიშის ზარს სცემს ჩვენს დამპყრობელ „მეგობრებს“ - ეს ძალა გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

საბედნიეროდ, ამ ოცი წლის მანძილზე ქართველი ერი საკმაოდ შედეგიანად შემობრუნდა ეკლესიისკენ და დიდ სულიერ წარმატებებსაც მიაღწია. მთავარი მისი წარმატება იყო ის, რომ მან არ მიიღო მტრის მიერ თავსმოხვეული სატანური იდეოლოგიით გაჟღენთილი ცრუ რელიგიები: ე.წ. იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, კათოლიკები და სხვა. ეს აშინებს და აცოფებს ჩვენს მტერს, რომელიც ჩვეულებისამებრ ფარულად, მზაკვრულად ებრძვის ეკლესიას, გარედან კი მისი კეთილისმყოფელის იმიჯი მოურგია. იცის რა ქრისტეს ეკლესიის უძლეველი ძალა, მტერი ცდილობს ეკლესიას და ეკლესიურ ადამიანებს აუკრძალოს პოლიტიკაში მონაწილეობა, სხვებს კი ადვილად იმორჩილებს.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთი შეხედვით მრავალფეროვანია, მაგრამ მათი უმრავლესობა საერთო იდეოლოგიით იკვებება და მიამიტურადაა მინდობილი ამერიკის (მსოფლიო) მთავრობის „კეთილ“ ნებას, არადა, ანტიქრისტეს სამსახურში ჩამდგარი დასავლეთის პოლიტიკოსები გარკვევით აცხადებენ რომ კომუნიზმის დამარცხების შემდეგ მათი მთავარი მტერი - მართლმადიდებლობაა. ჩვენ კი ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმებად მიგვაჩნია. ასე რომ, აქ აშკარა შეუსაბამობაა - დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს ძლიერი და აყვავებული, ქრისტიანული სულით გაჟღენთილი საქართველო, ხოლო ჩვენთვის მიუღებელია მათი გარყვნილი და ცოდვით დაცემული, არაქრისტიანული ცხოვრების წესი.

დადგა დრო, გავაკეთოთ გააზრებული, შეგნებული არჩევანი: ან მარლთმადიდებლობა და ეროვნული ხელისუფლება, ან ამერიკის მორჩილება და ანტიქრისტეს თაყვანისცემა. მესამე გზა არ არსებობს.

ჩვენ ვირჩევთ მართლმადიდებლობას, ჩვენ ვირჩევთ ეროვნულ თვითმყოფადობას.

როგორც უკვე ითქვა, ჩვენი აზრით, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს შეუძლია სწორი სულიერი და პოლიტიკური მოღვაწეობით დაიხსნას ჩვენი სამშობლო მონობისაგან. ქვემოთ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიანთა მონაწილეობა არის აუცილებელი და გარდაუვალი პირობა იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ დაიბრუნოს დაკარგული დამოუკიდებლობა, დაიბრუნოს ეროვნული ხელისუფლება, დაიბრუნოს ჭეშმარიტი თავისუფლება. მანამდე კი ორი სიტყვით შევეხოთ მონარქიის ინსტიტუტს.

ცნობილია, რომ ეკლესიისთვის ყველაზე მისაღები, საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის საუკეთესო ფორმა გახლავთ მონარქია. მხოლოდ ღვთივკურთხეული ქრისტიანი მეფე შეიძლება იყოს ჭეშმარიტების ერთგული დამცველი, თავისი ერისა და თავისი ხალხის თავდადებული, უანგარო მსახური. იქნებ ასეთი თვისებებით შემკული მეფე ჯერჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ერს უკვე ხელეწიფება მისი აღზრდა, ჩამოყალიბება და ხელისუფლებაში მოყვანა. ამის საფუძველს იძლევა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში მომხდარი საფუძვლიანი ძვრები. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღვთისა მიერ.“ (ლუკა 18.27).

ჩვენი საბოლოო მიზნის - მონარქიის აღდგენისათვის ბრძოლის წარმოება უნდა დაიყოს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე აუცილებელია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდეს ქრისტიანული ორგანიზაციები და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს მართლმადიდებელი მრევლით დაკომპლექტებული, ქრისტიანული სულისკვეთების მატარებელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება ქვეყანაში აღადგენს მარადიულ (ქრისტიანულ) ღირებულებებს, დაამკვიდრებს პატიოსან, ზნეობრივ ცხოვრების წესს და პარალელურად მოამზადებს საზოგადოებას მონარქიის აღსადგენად, მეფის მისაღებად. ამის შემდეგ ადვილი შესაძლებელი გახდება მეორე ეტაპის განხორციელება - საქართველოში ბაგრატიონთა ტახტის ღირსეული მემკვიდრის გამეფება.

პირველი, მოსამზადებელი ეტაპის გავლის აუცილებლობა გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: ცოტა უხერხული იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლის წარმოება თვით მომავალი მონარქის მიერ, ასევე რთული წარმოსადგენია დღესვე მეფის ტახტზე აყვანა საზოგადოების შესაბამისი შემზადების გარეშე, სიტუაციის მომწიფების გარეშე; საჭიროა თვით ტახტის მემკვიდრის საუკეთესო კანდიდატის მომზადებაც. აქვე გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგის - თანამედროვე „დემოკრატ“ პოლიტიკოსთა ბოროტგანზრახულობა, უსინდისობა, მათი ბინძური ბრძოლის მეთოდები და მოსალოდნელი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი თავდასხმები ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ - ამ შემთხვევაში მონარქის მიმართ...

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძოლის ძირითადი სიმძიმე უნდა გადავიდეს პირველ ეტაპზე, ანუ იმ საკითხის წარმატებით გადაჭრაზე, რასაც ჰქვია საქართველოში მართლმადიდებლური იდეოლოგიის მქონე ხელისუფლების გამარჯვება. ამისათვის კი საჭიროა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა გამოიჩინოს ინიციატივა და აქტიურად ჩაებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელში აიღოს მისი მართვის სადავეები. მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის განთავისუფლება სულიერი მონობისაგან.

ამ დიდი მისიის შესრულებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი:

1) ის, რომ ფსევდოქრისტიანული ორგანიზაციებისაგან განსხვავებით ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ერიდებიან, გაურბიან პოლიტიკურ ბრძოლას, რაც აიხსნება მათი თავმდაბლობით, მორჩილებით, დიდების (პატივის) სიძულვილით და სხვა.

2) როგორც ითქვა, ანტიქრისტეს მსახურები ავრცელებენ ყალბ აზრს, რომ ეკლესიის მრევლი სახელმწიფოს ყოფა-ცხოვრებაში არ უნდა ერეოდეს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და უსინდისო ადამიანთა თავშესაყარი.

3) დღემდე არ იყო ღვთის ნება, არ იყო ჟამი მოქმედებისა, ჟამი მრევლის პოლიტიკაში მონაწილეობისა, ვინაიდან იგი იყო სუსტი, როგორც ჩვილი, იგი დგამდა პირველ ნაბიჯებს სულიერ ცხოვრებაში...

 

რაც შეეხება ამ უკანასკნელ ფაქტორს,დღეს უკვე გაჩნდა მოთხოვნილება საზოგადოებისა ეკლესიის შვილთა მიმართ ამგვარი მოღვაწეობის დასაწყებად; გაჩნდა აზრი, მოწოდება ბრძოლისაკენ ერის, მამულის, სარწმუნოების გადასარჩენად! ვნახოთ, რამდენად მოძლიერდა ჩვენი ერი სულიერად, შეგვწევს თუ არა ბრძოლის, გამარჯვების უნარი და რაც მთავარია, ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება ღვთის ნება, როდესაც იქნება კურთხევა და შეწევნა ზეციური მამისაგან.

პირველ ფაქტორთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ - ქრისტიანებმა უნდა დავამსხვრიოთ ხელოვნურად შექმნილი სტერეოტიპები, ეშმაკის მიერ თავსმოხვეული ბორკილები და ღიად, თამამად, სიყვარულით ვემსახუროთ მოყვასსა და უფალს, სადაც არ უნდა იყოს ეს, რომელ ფრონტზეც კი მოგვიწოდებს გარემოება. თუ ჩვენ შევძლებთ ფსიქოლოგიურად გავაცნობიეროთ ბრძოლისათვის მუდმივი მზადყოფნის აუცილებლობა, ეს იქნება ჩვენი სულიერი წინსვლის, სულიერი სრულყოფილების ერთ-ერთი მაჩვენებელი. რაც შეეხება დიდებასა და პატივს, ჩვენ მას არ ვეძებთ - ეს ბრძოლა არ იქნება სიამოვნებისათვის, პრივილეგიების მიღებისათვის; პირიქით, იგი არის ჯვარი, რომელიც უნდა ვიტვირთოთ სიმდაბლით, იგი არის ვალდებულება ღვთისა და ერის წინაშე. მოყვასისათვის უანგარო და თავდადებული სამსახური, არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სიყვარულის გამომჟღავნება როგორც ქართველისათვის, ისე სხვა ეროვნებისათვის: მართლმადიდებლობამ არ იცის ეროვნული ნიშნით განყოფა.

ქრისტიანობა მთლიანად სიყვარულისა და ბრძოლის ხელოვნებაა. მიწიერ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან იქ, სადაც მბრძანებლობს ამა სოფლის მთავარი, გარდაუვალია ბრძოლა ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და ანტიქრისტეს მსახურებს შორის. ჩვენ არა გვაქვს უფლება დავიმალოთ, თავი ავარიდოთ ბრძოლას ჭეშმარიტების დასაცავად:

„თუკი ვინმეს შეუძლია, სასარგებლო სიტყვა თქვას და ამ სიტყვას უშურველად არ გასცემს, სასჯელს ვერ გაექცევა და წარმოიდგინე, რამდენად უმეტესი ბრალი დაედება მას, ვისაც საქმით ძალუძს შეწევნა და ამას თავს არიდებს“ (წმ იოანე კლემაქსი).

ქრისტიანთა ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულაც არაა დანაშაული. პირიქით - უმოქმედობა, გულგრილობა, პასიურობაა ცოდვა და დანაშაული. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ხელისუფლებაში, პოლიტიკაში პატიოსანი და უანგარო ადამიანების მოსვლას, ჩვენი სურვილია გადავაქციოთ პოლიტიკა ბინძური საქმიანობიდან წმინდა საქმედ. ქრისტიანობა პირდაპირ გვავალებს თავგანწირვამდე ვემსახუროთ ერს, კაცობრიობას:

„უფროისი ამისა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოვანე 15.12).

„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).

„რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ“ (მარკოზ 10.43)

მაშ ასე, ჩვენ-ქრისტიანებს გვეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, ჩვენი მოყვასის დაცემულ მდგომარეობაზე.

ჩვენ ვისწავლეთ მოთმინება და მორჩილება; ჩვენ უნდა ვიყოთ ცხვრები პირად მტრებთან ურთიერთობაში, ხოლო ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის მტრების მიმართ უნდა გავხდეთ მრისხანე ლომები, უნდა გავხდეთ სასტიკი ქარიშხალი, რომელიც წალეკავს ბოროტებას. მხოლოდ ამგვარი ფერისცვალებითა და მოშურნეობით გავანთავისუფლებთ სამშობლოს, გადავარჩენთ მოყვასს, დავიცავთ და განვამტკიცებთ დედა-ეკლესიას...

ამიტომ თავიდან მოვიშოროთ ყალბი თავმდაბლობა და დიდების მოყვარეობით დაცემის შიშით უარს ნუ ვიტყვით, ნუ გავექცევით ბრძოლას საქართველოს დასაცავად, ეკლესიის დასაცავად და ვიბრძოლოთ იმ მეთოდებით, რასაც დრო შემოგვთავაზებს: ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოღვაწეობით.

„როგორც ვხედავთ, მართლმადიდებლობისათვის ბრძოლა ითხოვს განსაკუთრებული სახის მოღვაწეობის წამოწყებას, რომელიც, მართალია, სცილდება ჩვეულებრივი მოღვაწეობის საზღვრებს, მაგრამ არ იმსახურებს გაკიცხვას, პირიქით, ქების ღირსია.“ (მიტროპოლიტი ავგუსტინე)

„გადამრჩენია ყოველივე, რაც უფლის სახელით კეთდება, მათ შორის ითვლება პოლიტიკური საქმიანობაც.“ (სერაფიმ როუზი)

მართლმადიდებელ ქრისტიანთა გააქტიურებით იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი საქართველოში.

ახლა განვიხილოთ მეორე ფაქტორი, კერძოდ ის  რომ ეშმაკი ცდილობს აუკრძლოს ეკლესიას ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების მართვაში. აი, რას ამბობდა ჯერ კიდევ საუკუნის წინ დიდი რუსი მამა წმ. იოანე კრონშტადტელი:

„გამოფიტული, უნიადაგო სულისა და აზროვნების ადამიანებმა დანერგეს აზრი, რომ ეკლესიის წარმომადგენლები პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა მონაწილეობდნენ“.

პატიოსანი ძალა აუცილებლად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც სინამდვილეში სულიერი ბრძოლის ასპრეზს უნდა წარმოადგენდეს (სიკეთესა და ბოროტებას შორის) და რომელიც დღეს მხოლოდ ბოროტმოქმედთა ხელშია. ამ ფაქტს თვითონაც აღიარებენ და თან გვატყუილებენ: პოლიტიკა ბინძური საქმეა და მატყუარა, უსინდისო ადამიანთა შესაკრებელიო.

არა ბატონებო! პოლიტიკა ხალხის უანგარო მსახურთა ტრიბუნაა, პოლიტიკა მძიმე ჯვარია კაცთა მოდგმის მტერთან საბრძოლველად და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავუბრუნოთ მას ჭეშმარიტი მისია, გავწმინდოთ იგი ათასი ჯურის ცრუპენტელა ნაძირალებისაგან, ეშმაკის მსახურთა დანაშაულებრივი თარეშისაგან!

საყურადღებოა თვით პოლიტიკური მეცნიერების აზრი: პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით ყველა ამომრჩეველს ამავდროულად აქვს უფლება, იყოს არჩეული - მათ შორის ქრიტიანებსაც.

უკრძალავენ რა ეკლესიის მრევლს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ამით ქართველი პოლიტიკოსები უნებურად ამტკიცებენ, რომ თვითონ არ წარმოადგენენ ამ ეკლესიის ღირსეულ წევრებს, ეკლესიის შვილებს. ანუ მათი „ქრისტიანობა“ სინამდვილეში არის თვალთმაქცობა, ფარისევლობა, პოლიტიკური პიარი. საკითხავია, გვმართებს თუ არა მორჩილება და მხარდაჭერა ისეთი ხელისუფლებისა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ღირებულებათა დამკვიდრებას, რომელიც ცდილობს ხელ-ფეხი შეუკრას, პირი დაუხშოს ქრისტეს ეკლესიას?

„ხელისუფალთა მორჩილება მანამ გვამრთებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესებს იცავენ, სანამ ისინი ღვთის სამსახურში არიან, სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უპყრია... მაგრამ, როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკეთის მდევნელი ხდება, როდესაც ხელისუფლება ყოვლადსიკეთის - უფალ ისეო ქრიტეს და მისი ეკლესიის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთი ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყურისგდება არ შეიძლება. ასეთ ხელისულებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს და უნდა ებრძოდეს სწორედ სახარებისეული საშუალებებით“ (წმ. იუსტინე პოპოვიჩი).

თითქმის ყველა წმინდა მამა აქტიურად მონაწილეობდა როგორც საეკლესიო, ისე თავისი ქვეყნის „პოლიტიკურ“ ცხოვრებაში. ეს ბუნებრივია, რადგან ქრისტიანობა არ არის განყენებული, უტოპიური იდეა, არამედ იგი ქმედითი, აქტიური ცხოვრების სტილია და საზოგადოების განვითარების პროცესზე აუცილებლად პოვებს ასახვას: კერძოდ, აღმოფხვრის მასში ბოროტებას და თესავს სიკეთეს, ხელს უწყობს პიროვნების ზნეობრივ აღზრდას...

ამგვარად მოღვაწე წმინდანები იყვნენ: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი,  წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. გიორგი, წმ. ბასილი დიდი, წმ. ათანასე დიდი, წმ. იოანე კრონშტადტელი, წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. გიორგი ჭყონდიდელი, წმ. მღვდელი თევდორე, წმ. თორნიკე ერისთავი, წმ. ილია მართალი, წმ. ამბროსი ხელაია, ყველა წმინდა მეფე-დედოფალნი...

დღეისათვის სახეზეა სამწუხარო რეალობა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (90%), რომელიც მართლმადიდებელია და სურდა ეცხოვრა ქრისტეს მცნებებზე დამყარებული კანონმდებლობით, იძულებულია იცხოვროს იმ ანტიქრისტიანული კანონებით, რომელიც მოსახლეობის 2-3%-ის ინტერესებს გამოხატავს, რადგან ისინი მართავენ ქვეყანას. ესაა ერის უფლებათა შელახვის დამადასტურებელი ფაქტი; მიზეზი ამისა კი - ქრისტიანთა პასიურობაა.

"როგორც არსებობს ქრისტიანული და არაქრისტიანული რელიგია, ასევე პოლიტიკაც - ქრისტიანული და არაქრისტიანული". (წმ. ფილარეტ მოსკოველი)

"არაფერი უშლის ხელს მართლმადიდებელ ერისკაცს მონაწილეობდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების, პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობაში. გარდა ამისა, ასეთი მონაწილეობა, თუ ის საეკლესიო მოძღვრების, მისი ზნეობრივი ნორმებისა და ოფიციალური პოზიციით, საზოგადოებრივი საკითხისადმი დაცვით აღესრულება, წარმოადგენს ეკლესიის ერთ-ერთ მისიონერულ ფორმას საზოგადოებაში. ერისკაცთ შეუძლიათ და მოწოდებულნი არიან, ასრულებენ რა თავიანთ სამოქალაქო მოღვაწეობას, მონაწილეობდნენ პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების ყველა დონის არჩევნებთან და ხელი შეუწყონ სახელმწიფოს ნებისმიერ ზნეობრივად გამართულ წამოწყებას" (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები).

"ეკლესია არასოდეს გვერდზე არ დადგება ისეთი საერთო ეროვნული საქმიანობისაგან, როგორიცაა მამულის დაცვა, მაგრამ რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ბრძოლებს, რათქმა უნდა ეკლესიას, როგორც ერთობას, ასეთ ბრძოლებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თუმცა, უფლება აქვს საკუთარი პოლიტიკური განსჯისა, რომელიც გამოიხატება ხმის მიცემით. სულ სხვაა ერისკაცნი. ისინი ქვეყნის მოქალაქენი არიან და თუ კონსტიტუცია ითვალისწინებს პოლიტიკურ ბრძოლას, როგორც ხელისუფლების ფორმირების პროცესს, მაშინ ქრისტიანები არ შეიძლება განზე განდგენ; მათ შეუძლიათ იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ ის თავის მიზნებით არ ეწინააღმდეგება ქრისტე-მაცხოვრის სწავლებას. შეუძლიათ შექმნან კიდეც თავიანთი პოლიტიკური წარმონაქმნი, მაგრამ არანაირი სახით არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი მღვდელმთავრობასთან. მღვდელმთავარს არ შეუძლია აიღოს არანაირი პასუხისმგებლობა - არც პოლიტიკური, არც იურიდიული, არც მორალურ-პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, დამოუკიდებლად შექმნილი მართლმადიდებლურ ქრისტიანული ჯგუფების საქმიანობისადმი". (ვლ. ციპინი სასულიერო აკადემიის პროფესორი).

ამრიგად, ჩვენი მიზანია ქრისტიანული პოლიტიკის აღორძინება-გაცოცხლება და იმ პრობლემათა მოგვარება, რომლებიც დღემდე დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე.

აღმსარებელი მრევლის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას შეუძლია ქვეყანაში გამეფებული სიძულვილი, გათიშულობა და დაპირისპირებულობა შეცვალოს საყოველთაო სიყვარულითა და ერთსულოვნებით. მრევლის დიდმა ნაწილმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია სულის განწმენდის საქმეში და მზად არის საკუთარი ჯვრის სატვირთველად, მხოლოდ მოწოდებას ელოდებიან. მათი უანგარო ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისა და განთავისუფლებისათვის იქნება მოყვასის სიყვარულისათვის გაღებული მსხვერპლი, რომელსაც ასე მოთმინებით ელოდება უფალი ჩვენგან.

იმისათვის, რომ ღმერთმა დაგვიბრუნოს თავისუფლება,  აღგვიდგინოს მონარქია და ღირს-გვყოს აღთქმული ივერიის გაბრწყინებისა, საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი და ლოცვა-ვედრება. ამისათვის აუცილებელია ქმედითი სარწმუნოების გამოვლენა, აუცილებელია თავგანწირვა, მხვერპლის გაღებისათვის მზადყოფნა. ასეთია ცოცხალი რწმენა, ასეთია ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა, ჯვრის ტვირთვის პრინციპი.

"სანამ ადამიანს რაიმეთი დააჯილდოებს, უფალი ამოწმებს, შეუძლია თუ არა მას მსხვერპლის გაღება" (სერგეი ლაზარევი)

მით უფრო შეიძლება იგივეს თქმა ერის მიმართ.

აქვე აღვნიშვნავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეინარჩუნა 20- წლის წინ მოპოვებული თავისუფლება, მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ხელისუფლების, ისე მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოწყვეტილი იყო ეკლესიის წიაღს და ამდენად, მათ შორის სულიერი კავშირი იყო სუსტი. მტერმა კი ადვილად მოახერხა ასეთი საზოგადოების ორად გათიშვა, დაპირისპირება და თავის დამპყრობლურ ომს "სამოქალაქო ომი" უწოდა, ანუ თავისი ბოროტი ზრახვა ჩვენი თანამემამულეების ხელით შეასრულა!!

დღეს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისაკენ და ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მეორე ეტაპი უფრო შედეგიანი და სტაბილური იქნება.

არის კიდევ ერთი, სერიოზული მიზეზი იმისათვის, რომ ეკლესიის მრევლი აქტიურად ჩაებას პოლიტიკურ საქმიანობაში. უფლის განგებულების თანახმად, ბოლო ჟამის დედამიწაზე ხელმწიფება დაეთმო ეშმაკს, რათა გამოცდიდეს ადამიანებს. იგი ცდილობს აცდუნოს კაცობრიობა, დაიმორჩილოს იგი და ღმერთად მოაჩვენოს თავი. ანალოგიისთვის გავიხსენოთ იობის ამბავი: იქ ეშმაკი იობის რწმენას გამოცდიდა უფლის ნებართვით, ახლა კი მთელი კაცობრიობის რწმენას გამოცდის. ჩვენი ვალია, ვამხილოთ ბოროტი სული და მისი ხელისუფლება, დავამარცხოთ იგი და შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობა.

მდიდარმა ისტორიულმა გამოცდილებამ ქართველ ხალხს ერთი მეტად ბრძნული გადაწყვეტილება მიაღებინა: საქართველოს ოქროს ხანა, მისი კეთილდღეობის ჟამი ყოველთვის იმ პერიოდს უკავშირდებოდა, როდესაც ქართველი ერი მთელი სულითა და გულით შემობრუნდებოდა ღმერთისკენ და ქრისტიანული ცხოვრების წესს დაადგებოდა. ეს გამოცდილება მთლიანად ადასტურებს ჭეშმარიტებას და მისი გამოუყენებლობა ქართველი ერის მომავლის განსაზღვრის დროს იქნებოდა დიდი სიბრიყვე, დანაშაული, მძიმე ცოდვა...

მაშასადამე, როგორც უამრავი მასალიდან - წმ წერილიდან, წმ მამების ნააზრევიდან, საეკლესიო გადმოცემებიდან ირკვევა, საჭიროა შემართული ბრძოლა აღზევებული ბოროტების წინააღმდეგ, ტოტალური სიცრუის წინააღმდეგ. თუ ამ ბრძოლის ფრონტის ხაზი დღეისათვის არის მშვიდობიანი პოლიტიკური მოღვაწეობა ღვთის სიტყვის დახმარებით, ეს ჩვენთვის საკმაოდ სასურველი და მისაღები ფორმა უნდა იყოს საასპარეზოდ. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ:

„არა არს ბრძოლაი ჩუენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთვის... ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისაი დაიდგთ და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყუაი ღმრთისაი“ (ეფეს. 6. 11-17)

მაშ ასე, როგორც დავინახეთ, ქრისტიანული მსოფლმხედველობა ჩვენ, ქრისტიანებს სულაც არ გვიკრძალავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, პირიქით - როგორც წმ წერილი, ისე წმ მამათა ქადაგებანი და ცხოვრების წესი პირდაპირ თუ ირიბად სწორედ ამისკენ გვიბიძგებენ, ასეთ ცხოვრებას გვასწავლიან. დროა ყურად ვიღოთ მათი დარიგებანი, გამოვიდეთ ჩრდილიდან და აქტიურად ვიბრძოლოთ სამშობლოს გასანთავისუფლებლად, მოყვასის გადასარჩენად, ჭეშმარიტების საქადაგებლად.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ქრისტიანებისთვის პოლიტიკური ფრონტი არის ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე მისაღები, ყველაზე სასურველი ბრძოლის ფორმა. ალბათ ძველი ქრისტიანები ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ ისეთ პირობებზე, რომლებსაც დღეს გვთავაზობს პოლიტიკური ასპარეზი. ამ ასპარეზის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტების ქადაგება და სიცრუის მსახურთა მხილება

შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა თვითონ ეძებს საუკეთესოს, ანუ ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება - მართლმადიდებლობაშია მთელი სისავსით დაცული.

საუკუნეების მანძილზე ბევრი წმ მამა ოცნებობდა ეცხოვრა ჩვენს დროში, რათა ანტიქრისტეს რეჟიმის - ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლით დამტკბარიყო, რათა ამ ბრძოლაში თავგანწირვისათვის უფლისგან უმაღლესი გვირგვინები დაემსახურებინა. ჩვენ გვხვდა წილად ეს ბედნიერება. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ შანსს: ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმიანობით დავიმსახუროთ ის ბრწყინვალე შარავანდედი, რომელიც ანტიქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლ ქრისტიანთათვისაა განკუთვნილი, და რომელიც სასუფეველის დამკვიდრების უფლებას მოგვანიჭებს

ბოლოს, კიდევ ერთი მანუგეშებელი ფაქტია ქართველი ერისთვის ის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად, ანტიქრისტე საქართველოში თავის ტახტს (ძალაუფლებას) ვერ განიმტკიცებს. ამას კი დამსახურება უნდა. ამ სიამოვნების მოსაპოვებლად ქართველი ერი უნდა დაირაზმოს ჭეშმარიტი იდეის გარშემო, სიწმინდისა და პატიოსნების გარშემო: მონარქიის აღდგენის იდეას მხარს დაუჭერს საქართველოს მორწმუნე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. წარმოვაჩინოთ ეს იდეა საზოგადოების წინაშე და ვნახოთ, როგორი იქნება ნება ღვთისა და ნება ერისა.

„სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა.“ (წმ. იოანე ოქროპირი)

მაშ ასე, პოლიტიკურ ასპარეზზე ეკლესიის შვილთა დაბრუნებით იწყება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი საქართველოში!

ქრისტიანებო, ნუ დარჩებით განზე - გაძლიერდით სულიერად, შეიარაღდით რწმენით და განეწყვეთ საბრძოლველად: წინ გრანდიოზული გამარჯვებაა, წინ ბედნიერი მომავალია, წინ ივერიის გაბრწყინებაა...

ერთად შევთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს მონარქიის აღდგენისათვის ბრძოლაში, შეგვეწიოს ქართველი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა გამარჯვების სიხარულით შედუღაბებულნი ერთხმად ვადიდებდეთ და ვუგალობდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

იმისათვის, რომ ჩვენი საუბარი არ დარჩეს ლიტონ სიტყვებად და მან შესაბამისი ნაყოფი გამოიღოს, გთავაზობთ პირდაპირ საქმეზე გადასვლას: ჩვენი სურვილია შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ცისკარა“, რომელიც უმეტესად  მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლისუნარიანი მრევლით იქნება დაკომპლექტებული და რომლის მთავარი მიზანი იქნება საქართველოში ქრისტიანული იდეოლოგიის ერთგული ხელისუფლების დამკვიდრება, ხოლო პერსპექტივაში (მომდევნო ეტაპზე) - ღვთივკურთხეული მონარქიის ინსტიტუტის აღდგენა.

გთავაზობთ პოლიტიკური ბრძოლის მიზნით შექმნილი ქრისტიანული ორგანიზაცია „ცისკარას“ დამფუძნებელთა საბჭოს მიმართვას ქართველი ერისადმი, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებისადმი:

***

 

ცისკარა

 

 

გამარჯობათ, ქართველებო!

გიხაროდენ, „ცისკარა“ მოვიდა!

ალბათ, გაინტერესებთ, ვინაა იგი და რისთვის მოსულა. მოგახსენებთ: „ცისკარა“ არის ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი მიზანია ქართველი ერის განთავისუფლება სულიერი მონობისაგან.

ძველი ქართული წინასწარმეტყველური ზღაპრის გმირის ცისკარას მსგავსად ჩვენი მიზანია შევებრძოლოთ კაცთა მოდგმის მტერს და გავანთავისუფლოთ ქართველი ერი სიცრუისა და სიბნელის ტყვეობისაგან, დავუბრუნოთ მას მაცოცხლებელი წყალი - ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვა.

ქართველებო! მართლმადიდებლებო! მძიმე დღეები დაუდგა საქართველოს! ბოროტმა ძალებმა მოახერხეს და მას სულიერი მონობის მძიმე უღელი დაადგეს ქედზე. მათი მიზანია ქართველი ერის აღგვა პირისაგან მიწისა, ხოლო გადარჩენილების ცოდვით დაცემა, ანუ სულიერი სიკვდილი.

„ხოლო ზრახვა-ყვეს მღველთ-მოძღუართა მათ, რაითა ლაზარეცა მოკლან“ (იოანე 12.10) (სახარებაში საქართველო „ლაზარედ“ იწოდება). ასე რომ, ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორებს, ეკუმენიზმის მღვდელმთავრებს დღესაც გადაწყვეტილი აქვთ, უფალთან ერთად ლაზარე - საქართველოც მოკლან.

ფაქტია, რომ საქართველო შველას საჭიროებს, განთავისუფლებას საჭიროებს. საბედნიეროდ დახმარების, ბრძოლის აუცილებლობას თითქმის ყველა ქართველი აცნობიერებს, მაგრამ სასურველი შედეგის მომტანი რეალური ძალა ჯერჯერობით არ ჩანს. ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ როგორც აღინიშნა, ბრძოლის ხასიათი ძირითადად არის სულიერი, ხოლო აქამდე საქართველოს გადასარჩენად იბრძოდნენ არაეკლესიური და ხშირად ურწმუნო ადამიანები. ისინი კი სულიერ ბრძოლაში იყვნენ უმწეონი და წინასწარ მარცხისათვის განწირულნი, მიუხედავად მათი კეთილგანზრახულობისა. აქედან გამომდინარე, შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სულიერ ფრონტზე სულიერი ბრძოლა უნდა აწარმოოს სულიერად მტკიცე ქრისტიანთა საზოგადოებამ - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა.

დღეს არსებული კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელია, რომ ეკლესიის მრევლმა გამოიჩინოს ინიციატივა და აქტიურად ჩაებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ხელისუფლებაში ეროვნული ძალის მოყვანა, რომელიც ააღორძინებს ქრისტიანულ ღირებულებებს, მოამზადებს საფუძველს მონარქიის აღდგენისათვის.

ჩვენი საქმიანობის განსაზღვრისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ერის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს საოცრად აქტუალური ქადაგებები და ეპისტოლეები. პატრიარქის ყოველი სიტყვა გაჟღენთილია ქრისტიანული სულისკვეთებით და ამასთან წარმოადგენს ნიმუშს სახელმწიფოებრივი აზროვნებისა.

ნათქვამის დასადასტურებლად გავიხსენოთ რამდენიმე ციტატა პატრიარქის ქადაგებებიდან, სადაც იგი ცდილობს გამოგვაფხიზლოს, თვალი აგვიხილოს და საქართველოს განთავისუფლებისა და გადარჩენისათვის ზრუნვა გვასწავლოს:

„ქრისტიანული სწავლებით ჭეშმარიტია მხოლოდ სამეუფეო გზა, რომელიც გამიჯნულია უკიდურესობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების ერთადერთ სწორ ორიენტირს“

„უმთავრესი სულიერი მისიის გარდა საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი.“

„დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისათვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.“

„ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი ახალი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გარდაცვალებას“.

„როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს და ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობას და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.“

„მაშ იბრძოლეთ ჩენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.“

განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღებია პატრიარქის აზრი საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ:

„ძალიან ხშირად სხვა ქვეყნები გვკარნახობენ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ზოგი გვეუბნება, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა. ზოგი ამბობს: არა, სჯობია საქართველო გახდეს საპარლამენტო. ეს სხვების გადასაწყვეტი არ არის. ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ეს არის ქართველი ერის და საქართველოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტი. დღეს ჩვენს ქვეყნაში ზოგიერთი გამოთქვამს აზრს, რომ სქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია. ეს ნიშნავს, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამაზე იფიქროს. ქარველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს. შესაბამისად, ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ: ბავშვობიდანვე იზრდებოდა და ტახტისათვის საგანგებოდ მზადდებოდა ეს ადამიანი.“

ეს აზრი შეიძლება გამხდარიყო ქართველი ხალხის შთაგონების წყარო. უდიდესი გულისტკივილით უნდა შევნიშნოთ, რომ პატრიარქის მიერ გაცხადებულ ამ იდეას - უფლის ნებას - ქართული საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ეს შენიშვნა პირველ რიგში ეხებათ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს პატრიარქის სიტყვას და თავიანთ საქმიანობაში არ გაითვალისწინეს იგი.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ ემორჩილებიან პატრიარქის სიტყვასა და უფლის ნებას, ივერიის გაბრწყინებას ვერ დაიმსახურებენ, პირიქით - ეშმაკის საკრებულოსაკენ აიღებენ გეზს.

სწორედ ამ ნაკლის შესავსებად, ამ შეცდომების გამოსასწორებლად ყალიბდება პოლიტიკურ-ქრისტიანული ორგანიზაცია „ცისკარა“. მისი მიზანია ეროვნულ-განმანთასუფლებელი მოძრაობის წარმართვა, სარწმუნოების დაცვა, ქართველი ერის გაწმენდა თავსმოხვეული ბოროტი საცდურებისაგან, მისი დაცვა გარყვნილებისაგან, სულიერი და ფიზიკური დაცემისაგან...

ჩვენ, ქრისტიანებს ღრმად გვწამს, რომ კონსტიტუციური მონარქიის იდეა, რომელიც პატრიარქმა შემოგვთავაზა, იყო არა მხოლოდ მისი პირადი აზრის გამოხატულება, არამედ ეს იყო ღმერთის ნება-სურვილის გადმოცემა. ამ გზით - პატრიარქის პირით ქართველ ხალხს უფალმა თავისი ნება გამოგვიცხადა, გადმოგვცა სამოქმედო პროგრამა, გეგმა მომავალი საქმიანობისათვის.

ამდენად, ეს იყო არა მარტო პატრიარქის, არამედ თვით ყოვლადწმინდა სამების ლოცვა-კურთხევა და იგი პირველ რიგში მიმართულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიმართ. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ მორჩილება და რწმენით შევასრულოთ უფლის კურთხევა, უფლის ახალი მცნება.

ყველა ბრძოლისუნარიან მართლმადიდებელ ქართველს, რომელიც ეთანხმება აღნიშნული საკითხის ჩვენებურ შეფასებას, მოვუწოდებთ თანადგომისა და გაერთიანებისაკენ, რათა ერთად ვიღვაწოთ ამ დიადი მიზნის განხორციელებისათვის.

ჩვენს გვერდით საბრძოლველად ვიწვევთ ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასია ისეთი მარადიული ფასეულობანი, როგორიცაა პატიოსნება სიწმინდე, ზნეობრივი ცხოვრება, პატრიოტიზმი, უანგარობა და სხვა.

მთავარი სიახლე, რასაც „ცისკარა“ სთავაზობს საზოგადოებას, იქნება ის, რომ ნაცვლად სიცრუისა და სიძულვილის პოლიტიკისა, რომელიც გავრცელებულია დღეს მთელს მსოფლიოში, ჩვენ შემოგთავაზებთ სიყვარულის პოლიტიკას, პატიოსნებისა და სამართლიანობის პოლიტიკას.

ქართველო მართლმადიდებლებო! ხმამაღლა გამოვთქვათ ჩვენი გულისტკივილი, ჩავერთოთ ერის გადარჩენის პოცესში და სწორი მიმართულება მივცეთ მას - პატიოსნებისა და სიწმინდისაკენ!

ბოროტი სულის დამარცხება კაცობრივი გონებით, მიწიერი მეთოდებით შეუძლებელია. მისი დამარცხების ერთადერთი გზა არის სწორი სულიერი ცხოვრება, განწმენდა და ჭეშმარიტების შეცნობა. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ საჭიროა შევცვალოთ ბრძოლის მეთოდები და გადავიყვანოთ იგი სულიერ ასპექტში: უნდა მოვითხოვოთ საქართველოში მართლმადიდებლური ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისად, კეთილმორწმუნე ხელისუფლება!

ქართველი ერის სულიერად და პოლიტიკურად დაბრძენების მაგალითი სახეზეა: დღეს უკვე შეუძლებელია მისი ადვილად მოტყუება ყალბი ნაციონალიზმით, ფსევდო-რევოლუციებით და ცრუ დაპირებებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ქართველი ერი მოუთმენლად ელოდება სანდო და პატიოსან ძალას!

მოძრაობა „ცისკარა“ შეეცდება სწორედ ამ თვისებებით დაიმსახუროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული.

მაშ ასე „ცისკარა“ მოვიდა და იწყებს სულიერ ბრძოლას! მოსამზადებელი პერიოდი დამთავრდა. დადგა დრო მოქმედებისა, რწმენის საქმით დამტკიცებისა. ახლა გამოჩნდება, თუ ვის რა ჯვარს გვარგუნებს უფალი - ყველას შესაძლებლობის მიხედვით.

რატომ მაინცდამაინც „ცისკარა?“ - უბრალოდ ბევრი საერთოა დღევანდელ საქართველოში არსებულ სიტუაციასა და ზღაპარ „ცისკარას“ შორის: დღესაც ბოროტი ძალის მონობის უღელი ადგას საქართველოს, დღესაც სულიერი სიბნელის დილეგშია ხალხი გამომწყვდეული, დღესაც ყოველდღიურად გვიღუპავს გარყვნილებით რჩეულ ქალ-ვაჟებს კაცთა მოდგმის მტერი - დევი თუ ეშმაკი. მხოლოდ ერთი განსხვავებაა: იგი საოცრად ლამაზად, მიმზიდველად და კეთილად გამოიყურება (ანუ ნამდვილ სახეს არ გვიჩვენებს). ამას გარდა, ცის-კარში ზეციური სასუფევლის დამკვიდრების სურვილი - ჩვენი საბოლოო მიზანი იგულისხმება.

ასე რომ საქართველოს ნამდვილად ესაჭიროება ცისკარას მსგავსი პიროვნება, რომელიც მონობიდან გაანთავსუფლებს და გადაკეტილ ჭეშმარიტ წყალს, სიცოცხლის წყალს დაუბრუნებს მას. სწორედ ამ მიზნით, ამ სურვილით ყალიბდება ჩვენი მებრძოლი ორგანიზაცია და იმედი გვაქვს, რომ იგი წარმატებით შეასრულებს თანამედროვე ცისკარას მოვალეობას. ყველას, ვინც კი გულწრფელად შეუერთდება „ცისკარას“, ვპირდებით რომ აუცილებლად გავიყვანთ თვალისმომჭრელი მზის სინათლეზე, ვასწავლით ბრძოლას მარადიულ მტერთან, ვასწავლით მასზე გამარჯვების ხერხებს.

ჩვენი თანამედროვე პრობლემები და სულიერი ბრძოლის აუცილებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ბრძოლა გარდაუვალია. თავისუფლებას დამსახურება უნდა, თავისუფლება ბრძოლით უნდა მოიპოვო. ბრძოლა კი საკუთარი თავიდან იწყება, ანუ თავი უნდა შევამზადოთ, განვიწმინდოთ საბრძოლველად. ჯერ საკუთარ სულში დაბუდებული პატარა დევები უნდა დავამარცხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დიდი დევის განადგურებას.

მთელი ბრძოლის მანძილზე ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ და მხოლოდ წმ. მამების, საეკლესიო დადგენილებებისა და თვით უფალი ღმერთის მოძღვრებით. სწორედ აქედან გამომდინარეობს პირველი წამალი დაცემული საზოგადოებისათვის, რომელიც აუცილებელია ბრძოლის დაწყებისათვის და რომელსაც მოძრაობა „ცისკარა“ უფლის წინამორბედის დარად გიმეორებთ:

ქართველნო! „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“(მათე 3.2) და არამარტო შეინანეთ, არამედ ამასთან, „ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3.8).

მეგობრებო, მოვინანიოთ წარსული ცოდვილი ცხოვრება და დავიბადოთ მეორედ - ახალი, ქრისტიანული ცხოვრების დასაწყებად. განწმენდის გარეშე შეუძლებელია სულიერი ბრძოლის სწორად წარმართვა, ქრისტიანობა ხომ მთლიანად სიყვარულისა და ბრძოლის ხელოვნებაა.

მთავარი მოთხოვნა „ცისკარას“ თანამოაზრეთა მიმართ იქნება ხალხის უანგარო სამსახური: ვინც პირადი გამორჩენისათვის, ანგარებისათვის იღვაწოს, „იყავ შეჩვენებულ, მარანათა!“

"ცისკარას" სურვილია, საზოგადოებაში დასთესოს საყოველთაო სიყვარული, სიკეთე, მშვიდობა და თანადგომა.

სწორედ ამ სათნოებებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი ქართველი ერის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარება. კერძოდ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ორ მტრულ ბანაკად გახლეჩილი ერის შერიგება. ეს პრობლემა რომ რეალურია, კარგად ჩანს თუნდაც სატელევიზიო დებატებიდან, სადაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს გლადიატორების ჟინით უსწორდებიან. ასეთი სიძულვილის აღმოფხვრა ქრისტიანული სიყვარულისა და მიმტევებლობის გარეშე შეუძლებელია.

ალტერნატივა, რომელსაც ქართველ საზოგადოებას სთავაზობს „ცისკარა“, არის ორივე მხარისათვის ერთნაირად მისაღები, რადგან იგი გაჟღენთილია ეროვნული სულისკვეთებითა და ღვთისმსახურების სურვილით. ამიტომ, იმედია, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერებიც სიხარულით შეუერთდებიან ქართველი საზოგადოების მცდელობას - მშვიდობიანი გზით გადაარჩინონ, ჭეშმარიტი ღმერთისკენ შემოაბრუნონ საქართველო. ამ პროცესს შეიძლება შეეწინააღმდეგოს მხოლოდ ის, ვინც შეგნებულად ემსახურება ანტიქრისტეს.

გადავიდეთ კონკრეტულ წინადადებებზე, რომლებსაც „ცისკარა“ გთავაზობთ ეკლესიური სწავლების გათვალისწინებით, წმ. მამებთან თანაზიარობაში:

1) უმორჩილესად ვთხოვთ სამღვდელოებას, ყურადღებით გაეცნოთ ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა „ცისკარას“ სულისკვეთებას, მის იდეოლოგიას, მის მიერ შემოთავაზებულ გზას და თუ ჩათვლით მას მისაღებად ქართველი ერისათვის მიმდინარე ეტაპზე, მაშინ ნუ აუკრძალავთ საკუთარ მრევლს ამ მოძრაობაში მონაწილეობას. ვიმეორებთ: ჩვენი ერთადერთი საბოლოო მიზანია საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნულ-მართლმადიდებლური ცნობიერების მქონე აღმსარებელი მრევლის საუკეთესო ნაწილი, რომელიც იზრუნებს მონარქიის აღდგენისათვის.

ვთხოვთ ბრძოლისუნარიან ქრისტიანებს, რომ მათ შეასრულონ ორგანიზატორის როლი თავიანთ საძმოში. ამასთან, მათი მთავარი დანიშნულება იქნება ის, რომ ყური უგდონ „ცისკარას“ მაჯისცემას, რათა იგი არ ასცდეს საუფლო გზას, ჭეშმარიტების გზას.

2) როგორც ითქვა, არჩევანის გაკეთების აუცილებლობა დადგება ყველა ქართველის წინაშე, მაგრამ განსაკუთრებით ეს უნდა  შევახსენოთ იმათ, ვისაც ინტელიგენტობის პრეტენზია აქვს, ვისაც მოაზროვნე ადამიანის, ერისკაცობის პრეტენზია გააჩნია, ეკლესიაში კი დღემდე ვერ მოსულა, ან სინანულს აგვიანებს.

იჩქარეთ, დრო ცოტა რჩება; საზოგადოება უბრუნდება მარადიულ ფასეულობებს. ამიტომ ქართველი ერი მომავალში აღარ ჩათვლის ინტელიგენტად მემრუშე, მემთვრალე, ნარკომან და ღვთისმგმობელ „მამულიშვილებს“. ახალი, საღად მოაზროვნე, ღვთის გამომეძიებელი ჭეშმარიტი ინტელიგენცია მხოლოდ ეკლესიასთან თანაცხოვრებაში მოიაზრება.

იგივე ეხებათ ჟურნალისტებსაც: გაფრთხილდით, დღეს გამოთქმული ყოველი სიტყვა დიდ მნიშვნელობას იძენს პირადად თქვენთვის: რაც უფრო ღრმად შეტოპავთ ღვთისგმობის ჭაობში, მით უფრო გაგიჭირდებათ იქიდან გამოსვლა.

3) მოგეხსენებათ, თუ რამდენი ქართველი მიემგზავრება საზღვარგარეთ. თავდაპირველად მიდიოდნენ ფულისა და ფუფუნების მოყვარული ადამიანები, ხოლო ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები ეკლესიის მრევლის, აღმსარებელი ქრისტიანების გამგზავრებისა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ეს სენი მოედო ახალგაზრდა თაობას, ქვეყნის მომავალს.

საყოველთაოდ ცნობილია ამ საკითხის მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის და შესაბამისად, ეკლესიის დამოკიდებულება. კერძოდ, პატრიარქი მკვეთრად ეწინააღმდეგება ასეთ ფაქტებს და თხოვს თავის სულიერ შვილებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი საზღვარგარეთ წასვლისაგან.

„ცისკარა“ უერთდება ამ ხმას და უახლოეს მომავალში საქართველოში გასანვითარებელი მოვლენების გათვალისწინებით მოითხოვს ეკლესიის ბრძოლისუნარიანი მრევლისაგან, რომ მიენდონ ღმერთს და უარი თქვან ამა თუ იმ მიზეზით ქვეყნის დატოვებაზე, მეტიც: ისინი, ვინც ადრე წავიდა ემიგრაციაში, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ საქართველოში.

ქართველი ხალხის საქართველოდან გაქცევა არის წინასწარგამიზნული, კარგად გათვლილი ბოროტი პოლიტიკის შედეგი. სხვა საქმეა, თუ რა დანაშაულებრივ ხერხებს იყენებენ იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულონ მიატოვოს სამშობლო, მთავარია მათი მიზანი - ისინი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერენ: ა) საქართველოში მცირდება, სუსტდება ის უდიდესი ძალა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მრევლი ჰქვია და რომელიც შიშის ზარს სცემს მსოფლიოს მმართველებს; ბ)ასე გათითოკაცებული, დაშლილ-დანაწევრებული და გარყვნილ მსოფლიოში მიმობნეული ქართველი ქრისტიანები თანდათან ივიწყებენ სულიერ ცხოვრებას და თვითონაც ეჩვევიან „ახალი“ ცხოვრების სტილს, ანუ სულიერად იღუპებიან, რაც ალბათ არ მოხდებოდა, ისინი რომ აქ ყოფილიყვნენ. ე.ი. აქეთ ეკლესია სუსტდება, იქით ისინი კვდებიან.

აი, რატომ არ შეიძლება მიტოვება, გაქცევა.

4) დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონკრეტული, მიზანმიმართული ბრძოლა უზნეობის წინააღმდეგ. ყველაზე დიდი წარმატება, რასაც მიაღწია სატანამ კაცთა მოდგმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალბათ ეს იყო ე.წ. „სექსუალური რევოლუცია“, რომლის დამკვიდრებასაც ასე მონდომებით ცდილობენ საინფორმაციო საშუალებებით.

ჩვენ მოვითმენთ უსამართლობას, სიღატაკეს, დაცინვას, შეურაცხყოფას, მაგრამ ვერ მოვითმენთ და ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ისინი ცდილობენ ჩვენი და ჩვენი შვილების სულების დაღუპვას, გარყვნას, ღმერთისგან მოწყვეტას, ცოდვის დაკანონებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღეს თითქმის ყველა სატელევიზიო არხი, ჟურნალ-გაზეთები, რადიო, რეკლამა... ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის ბოროტების ზეიმი, ეშმაკთა თარეში.

ჩვენი პირველი და სასწრაფო რიგის ამოცანაა დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ საქართველოში „სექსუალური რევოლუციის“ შედეგები, მისი მონაპოვრები. მოვითხოვთ პრესის, ჟურნალ-გაზეთების გაწმენდას უზნეობისაგან. ასევე აიკრძალოს პორნოგრაფიული კასეტების გავრცელება, უხამსი სარეკლამო დაფები და სხვა.

5) ასევე ცნობილია ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება „ეშმაკის ყუთის“ - ტელევიზორის მიმართ. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ის არის მთავარი ინსტრუმენტი ბოროტი ძალის ხელში, სიცრუის იმპერიის ხელში, რომლის საშუალებითაც ხდება მოსახლეობის მართვა, მათ შორის უზნეო ცხოვრებისა და ამორალური ქცევის ნორმების დამკვიდრება. ტელევიზიით ადამიანებს მიეწოდებათ ის მომწამვლელი სულიერი შხამი, რომელიც კლავს ადამიანის სულს. მოვითხოვოთ მათგან ზნეობისა და ეთიკის ნორმების დაცვა, უარი თქვან ბოროტების ქადაგებაზე და ემსახურონ სიკეთეს.

ეს ის პუნქტია, რომელშიც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან და არავითარ კომპრომისზე არ წავალთ.

მორჩა! არავითარი სერიალები და არავითარი სექსის პროპაგანდა!

6) შეწყდეს ადამიანთა მოტყუება და აბუჩად აგდება სათამაშო ბიზნესის გამოყენებით. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აიკრძალოს კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო ავტომატები და სხვა.

არა თვალთმაქცური, არამედ საფუძვლიანი ბრძოლა გამოვუცხადოთ ნარკომანიას.

7) კატეგორიულად აიკრძალოს საქართველოში აბორტის გაკეთება. დადგეს დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი.

8) ეკლესიას დაუბრუნდეს მუზეუმებში დაპატიმრებული ხატები და სიწმინდეები.

 

 

***

მაშ ასე, „ცისკარა“ გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე და გთავაზობთ საზოგადოების განვითარების უმჯობეს გზას. ვნახოთ, როგორ მოეკიდებიან განსხვავებულ აზრს ჯერ საზოგადოება და მერე მოწინააღმდეგე მხარე.

ქართველებო! ჩვენ ვიწყებთ საყოველთაო, წმინდა, სულიერ ომს ჭეშმარიტებისათვის, პატიოსნებისათვის, სიწმინდისათვის! ყოველი დღე, ყოველი წუთი ძვირფასია - მტერი ძლიერდება და სულ უფრო მეტი ახალგაზრდის სულს ღუპავს.

თუ არ ვიბრძოლებთ დღეს, ხვალ უკვე იქნება გვიან - როგორც ეს ბევრ „ცივილიზებულ“ ქვეყნებშია: გარყვნილი ცხოვრების წესი მათ უკვე ნორმად, ჩვეულებად ექცათ! მათ უკვე დაკარგეს ბრძოლის უნარი. ჩვენთან კი სწორედ ახლაა გადამწყვეტი მომენტი: ბოროტმა სულმა საკმაოდ გამოაჩინა თავისი კლანჭები, საკმაოდ დაგვინგრია ქვეყანა, საკმაოდ დაგვიცარიელა ჯიბე, ოჯახი, სამშობლო; საკმაოდ გაგვირყვნა შვილები, მოყვასი, ერი; საკმაოდ დაგვიკანონა უსამართლობა, სისასტიკე, სიძულვილი... ჩვენ კი ჯერჯერობით შეგვწევს უნარი, წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს, არ მივემსგავსოთ მას, დავიცვათ საზოგადოების უფლებები.

 

უფალი ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი ამ საპატიო საქმეში ამინ!

 

ცისკარა

 

 

 

 

 

P.S.

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები, წინადადებები და იდეები ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ წერილობით, გაითვალისწინეთ ერთი გარემოება: ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების, იქნება ეს რევოლუციის, გადატრიალების, ტერორის თუ სხვა ფორმით გამოხატული.

იმისათვის , რომ ორგანიზაცია თავის საქმიანობაში იყოს სრულად თავისუფალი და არ იყოს დამოკიდებული ვინმეს ნება-სურვილზე, ამისათვის აუცილებელი პირობაა ფინანსური დამოუკიდებლობა.

ჩვენი შემკვეთი იქნება ქართველი ერი და დაფინანსებაც უნდა მოხდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. მხოლოდ ამ შემხვევაში შევძლებთ ვემსახუროთ ქართულ-ქრისტიანულ ინტერესებს.

 

ჩვენი მისამართია:info@ciskara.ge